„საჩხერლობა 2026“
საჩხერეში სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2026“ მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ეროვნული სამოსისა და ხალიჩების, ხეზე კვეთის ოსტატების, ყვავილებისა და ხე-მცენარეების, ყველის, თაფლის, იმერული ღვინისა და სოფლის ნობათის, ასევე თიხისა და სანთლის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვები. გაიმართა შოუ ზღაპრის გმირებისა და დრამერების მონაწილეობით. მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეებიც. გარდა ამისა, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, დაჯილდოვდნენ სამოყვარულო სპორტულ თამაშებში გამარჯვებულები მკლავჭიდში, ნარდსა და ჭადრაკში. ასევე დასახელდნენ საჩხერის საპატიო მოქალაქეები. „საჩხერლობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა.