საჩხერეში სამთო ტაქტიკური მომზადების კურსის მეორე ფაზა მიმდინარეობს

საჩხერეში სამთო ტაქტიკური მომზადების კურსის მეორე ფაზა მიმდინარეობს. სწავლება ფრანგი ინსტრუქტორების დახმარებით ხორციელდება. კურსი სამთო ტაქტიკაში, მაღალმთაში ბრძოლების წარმოების მიზნით, ქვეითი ოცეულების მომზადებას ითვალისწინებს.

ტაქტიკური კურსის დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დღეს თავდაცვის მინისტრი გაეცნო.

ღონისძიებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის საფრანგეთის ელჩი და თავდაცვის ატაშე დააჯილდოვეს.