საჩივრების განხილვის შედეგები

ცესკო-ში საჩივრების განხილვა და შემაჯამებელი ოქმების გასწორება გრძელდება. პროცესი დღეს დასრულდება, რის შემდეგაც მხარეებს გასაჩივრებისთვის სამართლებრივი სივრცე რჩებათ. ამ მომენტისთვის ხელახლა დათვლილია 15 საოლქო კომისიის შედეგები. მათ დიდ ნაწილში მონაცემები დაკორექტირდა, სამი გადასატანი ყუთის მონაცემები კი საერთოდ გაუქმდა. თუმცა ეს საკმარისი არ არის ქუჩაში გასული ოპოზიციისთვის, რომელიც არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

პროტესტის მიზეზი ხდება სხდომებზე დასწრების თემაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პოლიტიკურ ძალებს დღეს რამდენჯერმე შეახსენეს კანონის ის ჩანაწერი, რომელიც საჩივრების განხილვაში მონაწილე პირთა სიას ადგენს.