საჩივრების განხილვა ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში

საჩივრების განხილვა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კომისიამ ცხრა საჩივარი განიხილა. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საჩივარი ინგირის 94-ე უბანთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციამ უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საოლქო საარჩევნო კომისიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ზუგდიდის კოორდინატორი არ გამორიცხავს, რომ დავას სასამართლოში გააგრძელებენ.

საოლქო საარჩევნო კომისიამ დარჩენილი რვა საჩივრიდან ხუთი სრულად დააკმაყოფილა, საუბნო კომისიის წევრებს „ევროპული საქართველოდან“ დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა და შენიშვნები მისცა.

კიდევ ორი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

დატოვე კომენტარი