საჩივრების განხილვა სასამართლოში

არჩევნების შედეგებზე დავა სამართლებრივ სივრცეშია გადანაცვლებული. საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. არ დაკმაყოფილდა „ევროპული საქართველოს“, ნინო ბურჯანაძის, „ლეიბორისტების“ და ეკა ბესელიას პარტიის საჩივრები, რომლებიც სხვადასხვა ოლქში ხმების თავიდან გადათვლას ეხებოდა. ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს იმ განკარგულების გაბათილებასაც ითხოვდნენ, რომლის მიხედვით პროპორციული არჩევნების შედეგები შეჯამდა. ამჯერად მოსამართლე „ნაციონალური მოძრაობის“ სასარჩელო მოთხოვნას განიხილავს.