საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი“
ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ნანა ალექსანდრიას თასი საზეიმოდ დაიხურა. ჩემპიონატში 10 ქვეყნის 530 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ღია ტურნირის გამარჯვებული და ნანა ალექსანდრიას სახელობის თასის მფლობელი, ირანელი მოჭადრაკე გახდა. ქალთა შორის გამარჯვება კი – მაია ლომინეიშვილმა მოიპოვა. საპრიზო ფონდი ფოთის მერიამ დააწესა და ის 65 ათას ლარს შეადგენდა.