საბრძოლო მომზადების კურსი
რვა თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს. ისინი სწავლებას ახალქალაქის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაივლიან. შეისწავლიან სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას და გაეცნობიან ჯარისკაცის მოვალეობებს. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან. საქართველოს მასშტაბით, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში, ჯამში 590 წვევამდელი გაიწვიეს.