საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა

15:15, 09.07.2026

საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების ოთხი მოწმე დაიკითხა, მათ შორის – ორი გამომძიებელი. პროკურორის თქმით, მოწმეებმა საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. პროცესს ბრალდებულების ნაწილი ესწრება. მათი განცხადებით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მათ მიმართ წარდგენილ დანაშაულს დაადასტურებს. შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ბრალდებით. გიორგი ვაშაძეს, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს — 1 000 000-ლარიანი გირაო.

მსგავსი