საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიება გრძელდება
საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, გიგაურთან კითხვები 2024 წლის აქციებთან დაკავშირებით არსებობდა. შეგახსენებთ, საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის, ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა.