საბოტაჟის საქმე – ზურა გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი
ზურა გირჩი ჯაფარიძეს მოსამართლემ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევას, ასევე პროკურორის ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას გულისხმობს. პოლიტიკოსს გირაოს თანხის გადასახდელად 30-დღიანი ვადა აქვს. ზურა გირჩი ჯაფარიძე გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო დაკავებული ჯაფარიძე, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან სამი დღის წინ გაათავისუფლეს. ახალი საქმე კი, რომელზეც გირაო შეუფარდეს, ნოემბერში წაყენებულ ბრალდებას ეხება. გენერალურმა პროკურატურამ თენახევრის წინ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან.