საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი
საბოტაჟის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. საუბარია – მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას ეპიზოდზე. სხდომაზე დილიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე უკვე დაიკითხა. დაცვის მხარის თქმით, მოწმეებს ფრაგმენტულად ახსოვთ დეტალები. დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია ექსპერტების მოსმენაც, რომლებმაც სხვადასხვა დასკვნები მოამზადეს.