საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი
საბოტაჟის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. საუბარია მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას ეპიზოდზე. სხდომაზე დილიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. პროცესზე დაიკითხება ხუთი მოწმე, სამი გამომძიებელი და ორი ექსპერტი. დაცვის მხარე აღნიშნულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათი თქმით, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.