საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი

12:17, 02.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 8 ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები იკითხებიან. პროცესს, არსებული ინფორმაციით, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ესწრება. ბრალდებულთა უფლებადამცველების თქმით, 45-ტომიან საქმეში პოლიტიკოსების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძის ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი – ერთი მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

მსგავსი