საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი

15:23, 21.07.2026

საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, პროკურატურა გამოიკვლევს წერილობით და ვიდეო მტკიცებულებებს. პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ესწრება. ბრალდებულების თქმით, საქმე აბსურდულია და 47-ტომიან საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ამ საქმეზე გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გირაოს ოდენობა კი — 1 000 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი