საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი 

18:25, 16.07.2026

საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაიკითხნენ ბრალდების მხარის  მოწმეები. გამოიკითხა ერთ-ერთი პირი, ნინო ონიანი რომელიც ცნობითაც, არის ჟურნალისტი და მას წყარომ მიაწოდა ე.წ რაციების ჩანაწერები. ადვოკატები აღნიშული მოწმის ჩვენებას არასანდოდ მიიჩნევენ. სხდომაზე მოუსმინეს, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ წევრ გელა ნიკოლეიშვილსაც. გასული წლის ნოემბერში პროკურატურამ გამოძიება სწორედ მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო. „ნეიტრალური საქართველო“ ოპოზიციის ლიდერებს დღესაც უცხო ქვეყნის აგენტობაში ადანაშაულებს. გამოიკითხა საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელიც. ბრალდებული პოლიტიკოსები კი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.  შეგახსენებთ გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.  ამ საქმეზე გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – 1 000 000-ლარიანი გირაო.

მსგავსი