საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი

21:26, 14.07.2026

სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მათ შორის მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის სახელი და გვარი ფიგურირებს. „საბოტაჟის საქმის“ სასამართლო პროცესზე პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ წევრები გამოჰკითხეს. გასული წლის ნოემბერში პროკურატურამ გამოძიება სწორედ მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო. „ნეიტრალური საქართველო“ ოპოზიციის ლიდერებს დღესაც უცხო ქვეყნის აგენტობაში ადანაშაულებს და მტკიცებულებად ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური საქმიანობა და საჯარო განცხადებები მოჰყავს. გამოკითხულების პოზიციით აუცილებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს. დახურულ სხდომას ბრალდებულთა ნაწილიც ესწრებოდა. მათი მხრიდან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება. აქცენტი კეთდება დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობაზე. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რამდენიმე მუხლით ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთვევაში, ბრალდებულთაგან ხუთს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა, დანაჩენებს კი ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი