საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს დილიდან. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ოთხი მოწმე იკითხება, მათ შორის – ორი გამომძიებელი. პროცესს ბრალდებულების ნაწილი ესწრება. მათი განცხადებით, „საქმე აბსურდულია და 45-ტომიან საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათ მიმართ წარდგენილ დანაშაულს დაადასტურებს“.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ბრალდებით. გიორგი ვაშაძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს — 1 000 000-ლარიანი გირაო.