საბოტაჟის საქმე – პოლიტიკური შეფასებები
ისევ შეფასებების თემაა საბოტაჟის საქმე და რვა ოპოზიციონერის დაკავება. გამოხმაურებები არ წყდება იმ ფარულ ჩანაწერზეც, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ ორი დღის წინ გაავრცელა. აღნიშნულ ჩანაწერში სავარაუდოდ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე უცხოელებისგან მიღებულ დავალებებზე, მათ შორის სამხედრო შინაარსის ინფორმაციის გადაცემაზე საუბრობენ. აღნიშნულ ჩანაწერში ჯაფარიძე ირანულ დრონებსაც ახსენებს.