საბოტაჟის საქმის განხილვა გადაიდო. სხდომა 25 მაისისთვის ჩაინიშნა მიზეზი, დაცვის მხარის გამოუცხადებლობა გახდა.
პროცესზე ადვოკატებს უნდა ეთქვათ შესავალი სიტყვა. სხდომები მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მიზეზი, სასამართლო განხილვის დროს ხმაური გახდა.
საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.