საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება.
საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, „ნანუკას შოუს“ პროდიუსერი ზურა მახარაშვილი გამოიკითხა. სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ ფონდის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. საქმის პროკურორის თქმით, აღნიშნულ პირს, ნანუკას ფონდთან შემხებლობა აქვს და გამოკითხვაზე გადასამოწმებლად დაიბარეს. შეგახსენებთ, საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.