საბოტაჟის საქმე და პოლიტიკური შეფასებები
ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება დაადგენს, ყალბი ანგარიშებიდან სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციის მიზნებს და საბოტაჟის ფაქტობრივ გარემოებებს და ვიდრე პროკურატურა გადაწყვეტს, არის თუ არა სამშობლოს ღალატი აფხაზეთის ომის დროს ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, პოლიტიკოსები მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ „დიფ სთეითის“ აგენტურის მიერ რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც საქართველოს დაზიანებას ისახავს მიზნად.
თუკი მმართველი გუნდისთვის ანტირუსული კამპანია ერებს შორის ზიზღის გამწვავება, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლა და ვითარების ესკალაცია გარე დავალებებია შიდა აგენტურისთვის, ოპოზიცია ხელისუფლებას ამ თემებზე საუბრით რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს. არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებები, ყალბი ინფორმაციები იმის თაობაზე, თუ როგორ ექცევიან რუს ტურისტებს საქართველოში და რამდენად რეალურია კოორდინაცია ქვეყნის წინააღმდეგ.
თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.