საბოტაჟის მცდელობის ბრალდება და გამოძიება პროკურატურაში

საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს დაიწყო გამოძიება. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ შეტანილ განცხადებაზე დაიწყო. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. მათი განცხადებით, საზოგადოება წლებია თვალს ადევნებს კოორდინირებულ შეტევას ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც მათი თქმით, მონაწილეობენ როგორც გარე აქტორები, ასევე ოპოზიციაში მყოფი უცხოური ინტერესების გამტარებელი პირები.