საბოტაჟის და კონსტიტუციური წყობილების დამხობისა საქმე
მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი და კიდევ შვიდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა ჯამში ექვსი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ დაიწყო.
საკმაოდ მძიმეა ის ბრალდებები, რომლითაც მთავარი საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ სხვადასხვა ქმედებას ედავება. საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება – პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აწარმოებს. საუბარია უკრაინაში ომის დაწყების და საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე. გამოძიების თანახმად სწორედ ოპოზიციონერი ლიდერების შეთანხმებული მოქმედებით და უცხო ქვეყნებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებით, მოხდა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების სანქცირება, დეზინფორმაციული ცნობების გავრცელება და იმ ძალადობრივი პროცესების განვითარება, რასაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს 160-მდე სამართალდამცველის დაშავება მოჰყვა.
რა კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მთავარი საგამოძიებო უწყება და როგორია ბრალდებული პოლიტიკოსების პოზიცია – ანა ბროლაძე მუშაობს თემაზე.