საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმე

18:17, 20.02.2018

წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევით გაგრძელდა  საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის ბრალდების საქმის განიხლვა.

ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებში საუბარია  სააკაშვილის მიერ სხვადასხვა ვიზიტის დროს დახარჯულ თანხებზე, მათ შორის  სხვადასხვა პირებისთვის გადაცემულ საჩუქრებზე, ვიზიტების დროს გაწეულ ხარჯებსა და კოსმეტიკურ პროცედურებში დახარჯულ თანხებზე. დაცვის მხარის განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებით სააკაშვილისა და ჯანაშიას ბრალეულობა ვერ დასტურდება.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 7 მილიონ ლარზე მეთი თანხის გაფლანგვას ედავება.

მსგავსი