საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმე - შეფასებები

მეორე დღეა შეფასებების თემაა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ როგორც ბრალდებას, ისე სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, „ქართულ ოცნებაში“ კი ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ბრალში არ არის შესული წარმომადგენლობითი, ოფიციალური პროტოკოლით გაწერილი ხარჯები, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები საუბრის დროს აპელირებენ.