საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურა ადვოკატებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურა ადვოკატებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. საუბარია მოწმეზე, რომლის დაკითხვაც მომდევნო – მეოთხე სხდომაზეც გაგრძელდება. მოწმე ის აუდიტორია, რომელმაც ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით, მოკვლევა ჩაატარა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ადვოკატები მოწმეს იმ საკითხებზე ეკითხებიან, რაზეც წინა პროცესებზე არაერთხელ გასცა პასუხი. თუმცა ადვოკატები პროკურორების ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მოწმე კითხვებს თავს არიდებს და აუდიტორული დასკვნა არასრულია.

დაცვის მხარის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ თემურ ჯანაშიას მუშაობის პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იმავე წესით ხარჯავდა თანხებს, როგორც მისი წინამორბედისა და შემდგომ დანიშნული ხელმძღვანელის დროს.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას – საუბარია 9 მილიონ ლარამდე თანხაზე.

 

დატოვე კომენტარი