საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე კონტროლის პალატის აუდიტორის დაკითხვა მიმდინარეობს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე კონტროლის პალატის აუდიტორის დაკითხვით გრძელდება. უკვე მესამე პროცესია, აუდიტორი ფინანსურ დოკუმენტებზე ჩვენებას აძლევს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ შესწავლილი დოკუმენტები ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც ეხება ყოფილი პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას. თუმცა, აუდიტორის ჩვენება დაცვის მხარისთვის არასანდოა.

ასევე, ბრალდებულ თემურ ჯანაშიას კიდევ ერთი არგუმენტია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მსგავსი ტიპის ხარჯებს სწევდა მის ხელმძღვანელობამდეც და მას შემდეგაც, რაც ის ამ სამსახურის ხელმძღვანელი აღარ იყო. ასევე, ამ თანხების გამოყოფა სწორედ ფინანსთა სამინისტროს მიერ ხდებოდა.