საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას მეუღლე. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვას ადგილი არ ჰქონია. პროკურორის განმარტებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას, საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან.

 

დატოვე კომენტარი