საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

12:27, 12.09.2025

საბიუჯეტო თანხების, 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი რამდენიმე  წუთში დაიწყება. როგორც ჯანაშიამ განაცხადა, პროცესი სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა და დღეს მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ დღესვე გავიდეს. პროცესს სააკაშვილი სატელევიზიო გადაღებების შეზღუდვის მერე აღარ ესწრება და დღესაც არ დაესწრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, რომლითაც ჯანაშიას 300 000 ჯარიმა დაეკისრა, სააკაშვილს კი 9-წლიანი პატიმრობა.

განაჩენს ჯანაშიას ნაწილში პროკურატურაც ასაჩივრებს და მის პატიმრობას ითხოვს.

მსგავსი