საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოში დღეს ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია. მათ შორის არის ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ბოტოქსისა და სპა პროცედურების ჩატარებას კატეგორიულად უარყოფს.

პროკურორის განმარტებით, იკვეთება, რომ ყოფილი პრეზიდენტი ცრუობს. მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტური მასალებით დასტურდება, რომ გასაიდუმლოებული ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან სწორედ ამ პროცედურებს მოხმარდა.

საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, თეიმურაზ ჯანაშიას 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.