საბიუჯეტო დაფინანსება ბოიკოტის ფონზე

 დაფინანსების მოთხოვნა ბოიკოტის ფონზე. ცესკო-ში ოთხი ოპოზიციური სუბიექტის მიერ შეტანილმა განაცხადმა კითხვები ოპოზიციის შიგნითაც კი გააჩინა. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, ამავე არჩევნების შედეგებით მათთვის განკუთვნილი დაფინანსების მიღებას ითხოვენ.

ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება არჩევნების ირიბ აღიარებას: აღმოჩნდა, რომ ამ საკითხის გარშემო ოპოზიციური ძალების პოზიცია გაყოფილია. ორი პარტია ჯერ ისევ ფიქრობს და დრო 28 ნოემბრამდე აქვს, „გირჩი“ და „მოქალაქეები“ კი ცესკო-სთვის დაფინანსების მისაღებად მიმართვას არ აპირებს.