საბინაო კრიზისი და საპროტესტო აქციები ესპანეთში
საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქტივისტები ესპანეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და შეკრებილებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. ვალენსიაში სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ზოგიერთმა აქტივისტმა პოლიციელების მიმართულებით ბარიკადები ისროლა, პოლიციამ კი აქციაზე რეზინის ტყვიები გამოიყენა. ცნობისთვის, ესპანეთში საბინაო კრიზისისა და მაღალი ქირის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტი 87 წლის პენსიონერის გამოსახლებამ გამოიწვია.