საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი ქუთაისშია გადაყვანილი

12:08, 06.01.2025

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია. ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, ცხედრების გადმოსვენება არ მოხდება და დაკრძალვა ოკუპირებულ გალის რაიონში გაიმართება.

მსგავსი