საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხელისუფლების ცნობით, მარტო გასულ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 53 ხანძარი გაჩნდა. ყველაზე ძლიერი თურქეთის საზღვართან მდებარე ეროვნულ პარკსა და კუნძულ ლესბოსზეა. ხანძრის გავრცელების გამო, კუნძულის სანაპიროდან დამსვენებლებისა და მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მის ჩასაქრობად შვიდი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენია მობილიზებული. გასულ წელს, ხანძარმა საბერძნეთის დაახლოებით 121 ათასი ჰექტარი ტყე გაანადგურა.