საბერძნეთი-საქართველო პირველ არხზე

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები დღეს, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი სალონიკში, „ტუმბა არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. „კოვიდ-19“-ის რეგულაციების გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრას მართავს. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წინა ორი მატჩი მინიმალური სხვაობით დათმო – შვედეთთან 0:1 და ესპანეთთან 1:2. საბერძნეთმა კი ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ესპანეთთან ფრეს მიაღწია -1:1.

დღევანდელ დაპირისპირებაზე საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.