საბჭოს წევრების შეხვედრა – დაიცავი შენი ხმა 

15:36, 12.09.2020

ხმების დაცვის საკოორდინაციო შტაბის ფორმატში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საოლქო საარჩევნო კომისიებში ცესკო-ს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი წევრების საკითხი განიხილეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები აირჩია. პარტიების ლიდერების თქმით, არსებობს ამის ფოტომტკიცებულება. ამ თემასთან დაკავშირებით, ცესკო-ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი