საბავშვო მუსიკალური შოუს "რანინას" კასტინგი დაიწყო

პირველი არხის საბავშვო მუსიკალური მეგაშოუსრანინას კასტინგი  დაიწყო.  დღეს და ხვალ 8-დან 14 წლამდე ბავშვებს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ, გახდნენ საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო მუსიკალური კონკურსის მონაწილეები.

პროექტის გამარჯვებული საქართველოს 2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. კასტინგი პირველ არხზე, კოსტავას 68 ნომერში მიმდინარეობს.