საბავშვო ევროვიზიის ფინალი

საერთაშორისო დონის სიმღერის კონკურსს საქართველომ პირველად უმასპინძლა. ევროპის მუსიკალური სამყაროს ყურადღება გუშინ თბილისის ოლიმპიური სასახლისკენ იყო მიმართული, სადაც საბავშვო ევროვიზიის დასკვნითი შოუ მოეწყო. ამჯერად გამარჯვებული რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი გახდა, რომელმაც ქართველ კონკურსანტს სამი ქულით აჯობა.

ფინალურ შოუს წინ თითქმის ერთწლიანი სამზადისი უძღოდა. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი მასშტაბის მუსიკალური კონკურსში საქართველოში მანამდე არასდროს გამართულა, მონაწილე ქვეყნების დელეგაციების მხრიდან შეფასებები ცალსახად დადებითია. ყველა თანხმდება, რომ კონკურსი უხარვეზოდ იყო ორგანიზებული. უდავოა, რომ საბავშვო ევროვიზიის საქართველოში ჩატარებით, როგორც ქვეყანამ, ასევე, პირველ რიგში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნიკალური გამოცდილება მიიღო.

თათია კუჭუხიძის რეპორტაჟი სცენიდან და კულისებიდან.