საბავშვო ევროვიზია მალტაში
ხვალ 24 ოქტომბერს, მალტაში რიგით 24-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართება.
მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის ფინალი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. საქართველოს სახელით, „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული 10 წლის დავით ლომიძე გამოვა, სიმღერით „მზე სახურავებზე“. დღეს კი რეპეტიციები მიმდინარეობს.