საბავშვო ევროვიზია

21:55, 08.10.2018

ხვალ პირველი არხის ეთერში იმ სიმღერის პრემიერა გაიმართება, რომლითაც საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი წარდგება.

„შენი ხმა“- ამ სახელწოდებით სიმღერას „ახალ დღეში” მოისმენთ. ასევე ნახავთ ვიდეორგოლს, რომლითაც თამარ ედილაშვილი ბელარუსში გაემგზავრება.

პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსს 25 ნოემბერს „მინსკი არენა“ უმასპინძლებს. საბავშვო ევროვიზია ბელარუსის დედაქალაქში უკვე მეორედ იმართება, წელს კონკურსში 20 ქვეყანა მონაწილეობს.

 

მსგავსი