საბავშვო ევროვიზია 2026 

21:59, 15.10.2026

2026 წლის საბავშო ევროვიზიამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

ევროპულ მუსიკალურ კონკურსზე წელს საქართველოს პროექტ „რანინას“ მე-9 სეზონის გამარჯვებული, დავით ლომიძე წარადგენს. ქართველი კონკურსანტი მალტაში ხვალ გაემგზავრება. დავით ლომიძე სცენაზე მე-15 ნომრად წარდგება და გიგა კუხიანიძის სიმღერას სახელწოდებით, „მზე სახურავებზე“ შეასრულებს.

საბავშვო ევროვიზია 2026, მალტაში 24 ოქტომბერს გაიმართება. შოუ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი