საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული სომხეთი გახდა
საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული სომხეთი გახდა, რომელსაც კონკურსზე ნარე წარმოადგენდა. სომხეთმა ჟიურისგან 103 ხმა, ონლაინ ხმებით კი – 99 ქულა დაიმსახურა. საქართველომ კონკურსზე მეხუთე ადგილი დაიკავა. დავით ლომიძემ ჟიურისგან 94, ონლაინ ხმებით კი 51 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე მე-15 ნომრად წარდგა და საკონკურსო სიმღერა –„მზე სახურავებზე“ შეასრულა. სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა, ტექსტზე კი ირინა სანიკიძემ იმუშავა. საკონკურსო სიმღერაზე მუსიკალური კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იმუშავეს. მუსიკალურ რგოლში ქორეოგრაფია გიორგი ტორიაშვილს ეკუთვნის. მუსიკალური კლიპის გადაღება აჭარაში მიმდინარეობდა. საბავშვო ევროვიზია 2026-ს მალტამ უმასპინძლა. კონკურსში ჯამში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.