საბავშვო ევროვიზია 2026 

21:57, 23.10.2026

დაახლოებით ოთხ საათში საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილისთვის ხმის მიცემის პროცესი იწყება. jesc.tv – ამ ბმულზე გადასვლით დავით ლომიძის მხარდაჭერას შეძლებთ. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მალტაში საქართველოს წარმომადგენელი მე-15 ნომრად გამოვა. 16 კონკურსანტს შორის გამარჯვებული ჟიურის და მაყურებლების ხმების გამოვლინდება. შესაბამისად თქვენს მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად შედით საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ხმა მიეცით დავით ლომიძეს. ასე რომ ყველა ვერთიანდებით 11 წლის ქართველი კონკურსანტის მხარდასაჭერად.

„მოამბე“ მალტაშია – მარიკა შალიკაშვილი ვალეტადან.

 

მსგავსი