საბავშვო ევროვიზია 2025 

ევროვიზიის ოთხგზის გამარჯვებული საქართველო, უკვე მეორედ საერთაშორისო კონკურსის მასპინძელი ქვეყანაა.

13 დეკემბერს, თბილისში საბავშვო ევროვიზია 2025 ჩატარდება. აქტიური მზადება დაწყებულია, ხვალ საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემაში საკონკურსო სიმღერის პრეზენტაცია გაიმართება. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს წელს მეგაშოუ „რანინას“ მერვე სეზონის გამარჯვებული ანიტა აბგარიანი წარადგენს.

მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.