საბავშვო ევროვიზია 2025 – მზადება კონკურსის მასპინძლობისთვის

21:09, 08.12.2025

საქართველო საერთაშორისო პლატფორმის მასპინძელი – ხუთ დღეში თბილისი ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცევა.

ქვეყანა საბავშვო ევროვიზიის ჩასატარებლად ემზადება. რამდენიმე თვიანი მოსამზადებელი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა – სცენაზე 18 ქვეყანა წარდგება. პრესტიჟულ საბავშვო საერთაშორისო კონკურსს ჩვენი ქვეყანა უკვე მეორედ მასპინძლობს – შარშან საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული 11 წლის ანდრია ფუტკარაძე გახდა. წელს კი საქართველოს პირველი არხის საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, 11 წლის ანიტა აბგარიანი წარადგენს საკონკურსო სიმღერით, „shine like a star“. დიღომში, ოლიმპიურ სოფელში სცენა მოწყობილი, დეკორაციები კი აწყობილია – საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ღონისძიების მასპინძელი და თანაორგანიზატორია, მაყურებელს დაუვიწყარ შოუს ჰპირდება. ხმის მიცემა ონლაინ 12 დეკემბერს ღამის 12:00 საათიდან დაიწყება. ოთხჯერ მოგებული საბავშვო კონკურსი და მზადება ფინალური შოუსთვის, რომელსაც 13 დეკემბერს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ხუთი დღით ადრე ორგანიზატორები კონკურსის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებისთვის და კონკურსანტებისთვის სადღესასწაულო მიღებას აწყობს, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი აშუქებს.

მსგავსი