საბავშვო ევროვიზია 2025 – მზადება ფინალისთვის
რამდენიმე საათი საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუმდე – კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას 18 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ, საქართველოს კი საერთაშორისო სცენაზე დღეს „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარადგენს. ის მსმენელის წინაშე მე-15 ნომრად წარდგება. მანამდე კი ოლიმპიურ სოფელში გენერალური რეპეტიცია გაიმართა და ჟიურიმ ტრადიციულად კონკურსანტები შეაფასა.
როგორია განწყობა და როდიდან შეუძლია გულშემატკივარს ხმის მიცემა – მარიკა შალიკაშვილი ოლიმპიური სოფლიდან.