საბავშვო ევროვიზია 2025 – მზადება ფინალისთვის

18:07, 13.12.2025

საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფინალი ახლოვდება. ოლიმპიურ სოფელში ბოლო რეპეტიციები იმართება, რის შემდეგაც 20:00 საათზე შოუ საზეიმოდ გაიხსნება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას 18 ქვეყანა იღებს, მათ შორის არის საქართველო, რომელსაც საერთაშორისო სცენაზე „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარადგენს. ის მსმენელის წინაშე მე-15 ნომრად წარდგება.

მსგავსი