საბავშვო ევროვიზია 2025 – კონცერტი 20 ქვეყნის 70 მილიონამდე ტელემაყურებლისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა

22:50, 13.12.2025

დღეს ევროპის მუსიკალურ დედაქალაქად ქცეული თბილისი უამრავ სტუმარს მასპინძლობს, ფინალურ შოუს 250-ზე მეტი უცხოელი დელეგატი ესწრებოდა, კონცერტი კი 20 ქვეყნის წამყვანი მაუწყებლების 70 მილიონამდე ტელემაყურებლისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

პროექტის მასპინძელი, რა თქმა უნდა საქართველოს პირველი არხი იყო. ჩვენს ქვეყანაში კონკურსის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასულ წელს მადრიდში ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი კონკურსანტი ანდრია ფუტკარაძე გახდა და 2017 წლის შემდეგ ევროვიზია თბილისში დააბრუნა. კონკურსის ისტორიაში საქართველოს ყველაზე მეტი, ოთხი გამარჯვება აქვს და ამ შედეგებით საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენია.

მსგავსი