საბავშვო ევროვიზია 2025 

18:12, 12.12.2025

საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენი, ოთხჯერ გამარჯვებული საქართველო, ევროპის ყველაზე დიდ მუსიკალურ კონკურსს უკვე მეორედ მასპინძლობს.

ფინალურ შოუმდე ერთი დღე რჩება. 13 დეკემბერს ოლიმპიურ სოფელში ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება. სცენაზე ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა. ანიტა აბგარიანი მე-15 ნომრად წარდგება სიმღერით, Shine Like a Star. დღეს შოუს პირველი სრული რეპეტიცია გაიმართა, სულ მალე კი, გენერალური რეპეტიციაა დაგეგმილი, რასაც ჟიური შეაფასებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა ონლაინ, დღეს ღამის 12:00 საათიდან ევროვიზიის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. დღეს და ხვალ 17:00 საათიდან 19:30-მდე, მეტროსადგურ დიდუბიდან საკონცერტო დარბაზამდე მგზავრობა უფასოდაა შესაძლებელი.

მსგავსი