საბავშვო ევროვიზია 2025 

22:01, 11.12.2025

გრანდიოზული ევროპული კონკურსის ფინალამდე ორი დღე რჩება, საბავშო ევროვიზია 2025. 13 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სოფელში გაიმართება.

შოუს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები, ლიზა წიკლაური და  დათუნა ალადაშვილი გაუძღვებიან. კონკურსანტებმა რეპეტიციები დაასრულეს. ყველა მათგანის სასცენო ნომრიდან 30 წამიანი ნაწყვეტი ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე უკვე ატვირთულია. ხმის მიცემა ხვალ ღამის 12 საათიდან დაიწყება. კონკურსანტების მხარდასაჭერად უნდა შეხვიდეთ ვებ გვერდზე jesc.tv, მოუსმინოთ ყველა გამომსვლელის ნომრიდან მცირე ნაწყვეტს და ხმა მისცეთ სამ რჩეულს, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს წარმომადგენელ ანიტა აბგარიანს, რომელიც კონკურსზე მეთხუთმეტე ნომრად წარდგება.

ხვალინდელი დღე არანაკლებ საპასუხისმგებლოა. ხვალ გენერალური რეპეტიცია გაიმართება, ყველა კონკურსანტის გამოსვლას საერთაშორისო ჟიური შეაფასებს და ქულებს დაწერს. ეს იქნება ფინალის იდენტური შოუ, რომელსაც 3000 ადამიანი დაესწრება.

მსგავსი